მსოფლიო ლიდერების მხარდაჭერა უკრაინას 

25 თებერვალი 2024, 10:54 443 ნახვა

ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, 2024 წლის მარტის შუა რიცხვებში ევროკავშირი მნიშვნელოვან პროცესს ჩაატარებს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობის შესაფასებლად.

გარდა ამისა, იტალიამ და კანადამ უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს. 10 წლიანი დოკუმენტით იტალია და კანადა დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და დანიას შეუერთდნენ. ხელშეკრულება უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად, ვიდრე ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ გახდება.

ომის მე-2 წლისთავზე კიევში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ანალენა ბერბოკი უკრაინელ კოლეგას შეხვდა და აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებისთვის ყველა საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაშიც მთავარ როლს გერმანია ითამაშებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი