ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ რობინ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა ირაკლი კობახიძესთან - აშშ-ის საელჩო

23 თებერვალი 2024, 16:45 414 ნახვა

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ რობინ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, კობახიძემ და დანიგანმა განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის.

„ასევე, განიხილეს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი