ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი

21 თებერვალი 2024, 08:44 546 ნახვა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ. ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები, ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები „ევრიმაჟის“ წარმომადგენელს ალექს ტრაილას შეხვდნენ.

განიხილეს „ევრიმაჟის“ ახალ საკონკურსო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი, რომელიც გულისხმობს სატელევიზიო სერიალების  თანამშრომლობით შექმნილი პროდუქციების  მხარდაჭერას. შეხვედრა გაიმართა საინფორმაციო ონლაინპორტალ „ფილმ ნიუ ევროპ“-ის ხელმძღვანელთანაც.  

მხარეებმა განიხილეს ასოციაციასთან „გადაიღე ახალი ევროპა“ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი