უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 66 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

21 თებერვალი 2024, 10:03 361 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 66 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  მტერმა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე 5 სარაკეტო და 125 საჰაერო დარტყმა, 124 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.

 

ლიმანის მიმართულებით მტერმა 8-ჯერ შეუტია უკრაინულ ქვედანაყოფებს ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკასა და დონეცკის ოლქის ვიემკას ტერნოვის მახლობლად.

 

ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ივანოვოს მახლობლად მტრის 2 შეტევა მოიგერიეს"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ცნობით, მარინსკის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას დონეცკის ოლქის გეორგიევკას, პობედას, ნოვომიხაილოვკას მახლობლად. 

პარალელურად, გასული 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა დარტყმები განახორციელეს 10 ადგილზე, სადაც მტრის პირადი შემადგენლობა იყო კონცენტრირებული და 5 საზენიტო სარაკეტო სისტემა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი