პრეზიდენტი ისევ გერმანიაშია, მიუნხენის შემდეგ ბერლინში „კინო მშვიდობისთვის“ ორგანიზებით გამართულ გალა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „მშვიდობა, დემოკრატია და თავისუფლება დღევანდელ მსოფლიოში სასწორზე დევს და გამოწვევის წინაშეა“.