საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყო. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საგამოცდო ტესტები ქართულთან ერთად, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ხელმისაწვდომი.
საგამოცდო ცენტრები თელავში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაშია გახსნილი.
გამოცდის მიმდინარეობას ახალციხეში პირადად გაეცნო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.
პროცესს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც აკვირდებიან.