ორ ფეხზე მყარად დგომისა და სწორი პოლიტიკის შედეგი იყო ჩვენი კანდიდატის სტატუსი - მამუკა მდინარაძე

16 თებერვალი 2024, 19:09 410 ნახვა

ორ ფეხზე მყარად დგომისა და სწორი პოლიტიკის შედეგი იყო ჩვენი კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როგორც წინა, 12 პუნქტის შემთხვევაში იყო, ახლაც ასეთივე პასუხისმგებლობით მივუდგებით ამ საკითხებსაც. დისკუსიაც იქნება, ვიკამათებთ კიდევაც. 12 რეკომენდაციის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან მკაფიო საკითხებიდან გამომდინარე დისკუსია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ამ დისკუსიაში, ჩვენს ოპონენტებთან კამათში, ჩვენ გავიმარჯვეთ და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. გამარჯვების შედეგი იყო ეს და არა თავწახრილი და ნირწამხდარი პოზიციის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი