უფუნქციო შენობის დემონტაჟის მოთხოვნა

16 თებერვალი 2024, 14:05 416 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' ქვედა სალიბაურში უფუნქციო შენობის დემონტაჟს და ამ ტერიტორიაზე მინი სტადიონის მშენებლობას ითხოვს.

ამბობენ, რომ ფაბრიკის დასახლებაში აღნიშნული შენობის მშენებლობა 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე დაუსრულებელია, ავარიულ შენობაში კი ქვეწარმავლები ბუდობენ, ხშირად იშლება დაუსრულებელი შენობის კედლები, რაც მიმდებარედ მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის.

მოხდება თუ არა ავარიული შენობის დემონტაჟი და აშენდება თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი სტადიონი, ხელვაჩაურის მერიისგან პასუხს ველოდებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი