გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის დაფარვისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე განაჩენი ცნობილია

15 თებერვალი 2024, 18:12 799 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის დაფარვისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე ალექსანდრე ახვლედიანს 4 წლით და 6 თვით , დავით მენაბდეს 5 წლით და 6 თვით, ლუკა ჯიბლაძესაც 5 წლით და 6 თვით თავისუფლების  აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ახვლედიანის შემთხვევაში  გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოება, ის რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა ბრალდებულების ახლობლების მხრიდან. ისინი მოკლული გიორგი ალხანიშვილის დედას და პროკურორს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ბრალდებულებმა ალექსანდრე ახვლედიანმა და ლუკა ჯიბლაძემ  განაჩენი დისტანციურად მოისმინენ. დარბაზში მხოლოდ ბრალდებული დავით მენაბდე გამოცხადდა. პროცესს, ლუკა ჯიბლაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო, ახვლედიანმა კი თავად მოითხოვა დისტანციურად მონაწილეობა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი