ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

15 თებერვალი 2024, 14:32 480 ნახვა

ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე და არც სხვა რეალური ნამდვილი ოპოზიცია. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი უბედურება დამართა - ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთს და გაწირეს ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. მათი მემკვიდრეობა არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო მამუკა ხაზარაძე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, რეალური ოპოზიცია არ არსებობს, ყველა ჩაბმულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თამაშში.

„ე.წ. გაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. ისინი ებრძვიან ქართველი ხალხის ინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს. ახლა რაც შეეხება ოპოზიციის ტაქტიკას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი და არის ერთიანი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები. გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. გვარამია არის დამოუკიდებელი?! და სხვა ცალკე მოთამაშე, თუ ხაზარაძე, ბანდიტი და სააკაშვილის მოროდიორი?! თუ, ვინ კიდევ, ნიკა მელია?! ხაბეიშვილი?! თუ ვინ?! რომელი ოპოზიციონერი არის დღეს დამოუკიდებელი საქართველოში. რომელი ემსახურება და რომელი ატარებს საკუთარ პოლიტიკას – არც ერთი მეგობრებო. ძალიან მარტივია, ამას პატარა ბავშვი წაიკითხავს, მათ ამ ქმედებას და მათ ამ ტაქტიკას. ეს არის ჩვეულებრივი გაშლილი, ხელოვნურად ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რომ საბოლოო ჯამში მათი ილუზიებიდან გამომდინარე, ამტკიცებენ საკუთარ სიბრიყვეს, რომ რაღაც წარმატების შემთხვევაში კვლავ გაერთიანდნენ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღეს ალტერნატივა, რაც ამომრჩეველს აქვს, არის წამება, გაუპატიურება, საშინელება, სიკვდილი და ომი. ამას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“.

„სამწუხაროდ, დღეს ალტერნატივა, რაც ჩვენს ამომრჩეველს აქვს, არის წამება, გაუპატიურება, საშინელება, სიკვდილი და ომი. ამას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და, სამწუხაროდ ყველა პარტია, მათზე არის მიწებებული. ყველა მათ თამაშს თამაშობს. სხვა თამაში არ არსებობს. არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა - მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და განვითარება და მეორე მხარეს არის უბედურება. დაგავიწყდათ, 2 წლის წინ რა დღეში იყვნენ? მათი მიზანი აქ მეორე ფრონტის გახსნა იყო. მათ მიზანი იყო უკრაინიზაცია. მათი მიზანი იყო ქვეყნის განადგურება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მეგობრებო. არ მივცემთ საშუალებას ამ ქვეყნის მოღალატეებსა და მტრებს, რომ ქვეყანა მეორედ დაანგრიონ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი