ხმაური და ურთიერთბრალდებები ისმოდა დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე. დეპუტატები 11 მარტის ბათუმის მოვლენების შეფასებისას ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მმართველმა გუნდმა აქცენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობაზე გააკეთა, ოპოზიციამ კი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.