რომაული ყაზარმის ანალოგი გონიოს ციხეში

14 თებერვალი 2024, 14:31 326 ნახვა

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე რომაული ყაზარმის რეკონსტრუქცია დასრულდა. ყაზარმა ციხის ტერიტორიაზე I-III საუკუნეებში არსებულის ანალოგია. მისი რეკონატრუქცია არქეოლოგიური აღმოჩენების დროს ნაპოვნი ნივთებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებით მოხდა. იგი სამოთახიანია.

ყაზარმა მოიცავს ჯარის მეთაურისა და რომაელი ჯარისკაცის ოთახებს, ასევე რომაულ სამზარეულოს. გონიო-აფსაროსის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ რომაელი ჯარისკაცების ყოფა-ცხოვრება უკვე გაცოცხლებული ისტორიით იხილონ.

რომაული ყაზარმა გონიო-აფსაროსის დამატებითი სამუზეუმო სივრცე საგანამათლებლო ფუნქციასაც შეასრულებს.

საჯარო სკოლებს დაინტერესების შემთხვევაში საშუალება ექნებათ ბავშვებს რომაულ ყაზარმაში შესაბამისი ღია გაკვეთილები ჩაუტარონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში