აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

16 მარტი 2017, 00:00 2575 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევიდა. ინფორმაციას  „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ წინადადება. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონის „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული ძალების ინტეგრირების შესახებ. ვაშინგტონის პოზიცია „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან დაკავშირებით მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია“, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი