შეხვედრა ერგნეთში

13 თებერვალი 2024, 14:50 468 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის საკითხი, უკანონო ბორდერიზაცია  და  დაკავებების ფაქტები - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ.  

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აცხადებს, წელს  უკანონო დაკავების ერთი ფაქტი დადასტურდა.  მოქალაქე ახმაჯი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მას შეეფარდა ე.წ. წინასწარი პატიმრობა.    

რაც შეეხება სოფელ კრიბალში, სამი თვის წინ  ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ  გინტურის საქმეს, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ  შეხვედრაზე დაინტერესდებიან  რა ღონისძიებები გაატარეს მკვლელების მიმართ და რას აპირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით.    

რიგით 117-ე შეხვედრაზე ასევე მსჯელობენ  ჰუმანიტარულ საკითხებზეც.      

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი