ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე - განაჩენი დღეს გამოცხადდება

12 თებერვალი 2024, 12:06 533 ნახვა

9 თვიანი განხილვების შემდეგ გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები ფიგურირებენ, მოსამართლე კოტე ჭილაია განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს.

განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე მხარეთა დასკვნით სიტყვას და ბრალდებულების საბოლოო სიტყვას მოისმენს. 

გელა (მამა იობი), დავითი და გიორგი ბაჟუნაიშვილები წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. გიორგი ბაჟუნაიშვილს, რომელიც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაა, გამოძიება მოწმე თვითმხილველებზე ზეწოლას, ხოლო ორ  ბიძას გელა (მამა იობს)   და დავით ბაჟუნაიშვილებს, განსაკუთრებით მძიმე  კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

სასულიერო პირი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. 21 წლის  გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი 7 პირს აქვს წარდგენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში