საქართველომ ტურიზმიდან 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - ეროვნული ადმინისტრაცია

12 თებერვალი 2024, 11:15 1248 ნახვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტატისტიკას აქვეყნებს. მათი ცნობით, საქართველომ 2023 წელს ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით.

მათივე ინფორმაციით, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

უწყების ინფორმაციით, „მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873 მილიონ 677 ათას 043 დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა - 27.4%-იანია.

გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი