გახსნილი  დანაშაული 

16 მარტი 2017, 00:00 2031 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები. საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალაქ ბათუმსა და ქალაქ თბილისში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია 10 ელექტრონული მოწყობილობა „სიმ - ბოქსი“.  საგამოძიებო უწყების განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა - „სიმ-ბოქსის“ საშუალებით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ზარად და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს 185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით, რაც 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი