მახინჯაური-განთიადის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

11 თებერვალი 2024, 22:43 302 ნახვა

მახინჯაური-განთიადის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა. ადგილზე ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ჩაქვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ცოცხალი ძალით მუშაობდნენ.

ხანძარი მიუვალ ტერიტორიაზე, დასახლებული პუნქტისგან მოშორებით იყო გავრცელებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში