პრემიერ-მინისტრის  განცხადება 

16 მარტი 2017, 00:00 3698 ნახვა

პრემიერ მინისტრი 11 12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება: “ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე; ეს არის ცვლილება, რომელიც მოიტანა 2012 წლის არჩევნებმა - საქართველო გახდა ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა, - განაცხდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ ბათუმში ყოფნისას. მისი თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხელმძღვანელობს სრულიად სხვა იდეალებით. გიორგი კვირიკაშვილი იმ ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომელიც 11 მარტის ღამეს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და აღნიშნა, რომ პირადად იღებს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ღირსეულ რეაგირებაზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, პირდაპირ ჩანდნენ ორგანიზატორები და ისმოდა მათი მოწოდებებიც.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი