დასკვნითი სიტყვა გახმაურებული მკვლელობის საქმეზე

08 თებერვალი 2024, 18:20 651 ნახვა

გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის დაფარვისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს 15 თებერვალს გამოაცხადებს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ალექსანდრე ახვლედიანი, დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე ფიგურირებენ. სასამართლომ დღეს ბრალდების მხრის და ოქროს მოწმის ალექსანდრე ახვლედიანის ადვოკატების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. ბრალდების მხარემ დანაშაულის სიმძიმეზე მიუთითა და განმარტა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისა და ამავე დანაშაულის დაფარვით, ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს მართლმსაჯულების განხორციელებას. ალექსანდრე ახვლედიანისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას ითხოვენ მისი ადვოკატები. დასკვნით სიტყვაში უფლებადამცველებმა განმარტეს, რომ ოქროს მოწმემ გადამწყვეტი როლი ითამაშა და, რომ არა ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან, სისხლის სამართლის საქმის გახსნას პერსპექტივა არ ექნებოდა. სასამართლოს ჩვენება არ მისცა დღეს ბრალდებულმა ლუკა ჯიბლაძემ. მომდევნო სხდომაზე მოსამართლე მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულების დავით მენაბდისა და ლუკა ლუკა ჯიბლაძის ადვოკატების საბოლოო სიტყვას მოუსმენს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში