მადლობა რჩევისთვის, თორნიკე რიჟვაძე პირველივე წუთებიდან იყო ჩართული სამძებრო, სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში - ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილს

08 თებერვალი 2024, 17:58 508 ნახვა

თორნიკე რიჟვაძე პირველივე წუთებიდან იყო ჩართული სამძებრო, სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც თორნიკე რიჟვაძეს პლენარულ სხდომაზე დასწრების ნაცვლად, მთიან აჭარაში დაუყონებლივ გამგზავრება ურჩია.

„ბატონ ალეკოს ჰქონდა რჩევა სტიქიასთან დაკავშირებით. მადლობა რჩევისთვის. თორნიკე რიჟვაძე პირველივე წუთებიდან იყო ჩართული სამძებრო, სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ახლა ყველაფერი არის კონტროლქვეშ და მადლობა აჭარის ხელისუფლებას და თორნიკე რიჟვაძეს ამისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი