აქციაში მონაწილე ერთ-ერთი პირი მერაბ ღოღობერიძე, რომელიც პოლიციის უფროსის გადადგომას დაახლოებით ათი დღის წინაც ითხოვდა, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა შეუძლოდ გახდა, რის გამოც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.