სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, რომელიც დეპუტატებს სამომავლო გეგმებს აცნობს.
ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე და თქვა, რომ ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს. ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, ახლა მომდევნო და მთავარი ეტაპია გაიხსნას მოლაპარაკებების ფანჯარა. გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევისთვის მან ასევე ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელებასაც. მისივე თქმით, შეუცვლელ პრიორიტეტად რჩება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის ზრდა, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სტრატეგიული პროექტების განხორციელების გზით.
თქვა, რომ პრიორიტეტი ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციაც იქნება. მოსახლეობაში ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით და მათი ინფორმირებულების უზრუნველყოფისთვის დაგეგმილია სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
ილია დარჩიაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ამ კუთხითაც ხელშესახები შედეგები აქვს.
კერძოდ, 2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა პაკეტი.
2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში კი კვლავ დადასტურდა მოკავშირეთა ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.