დღეს თბილისის საკრებულოს სადღესასწაულო დარბაზში კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიება კამპანიის "სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა"-ს ფარგლებში მოეწყო,რომლის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.ღონისძიებას შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს,თბილისის მერიისა და საკრებულოს,პარლამენტის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.