სტიქია რეგიონებში 

06 თებერვალი 2024, 14:00 353 ნახვა

სტიქიაა სხვა რეგიონებშიც. ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთში პრობლემები შექმნა.

ქარმა გადახადა სახურავი საცხოვრებელ სახლებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დაზიანდა ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის სახურავი, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მოგლიჯა ხეები და გზებზე მოძრაობა შეიზღუდა. 

წყალდიდობაა ანაკლიაში. მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები ოჯახები დაიტბორა.

ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში