“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მანქანის მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებული ტენდერი გააკრიტიკა. მიშა ბოლქვაძის თქმით ავტომობილის მოვლასა და სათადარიგო ნაწილებისთვის გამგეობამ 91 963 ლარი გამოყო, რაც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა. გამგებლის მოადგილის განმარტებით ტენდერით გათვალისწინებულია მხოლოდ 7 000 ლარი, დასახელებული თანხა კი იმ სათადარიგო ნაწილების ფასის ჯამია რომელთა გამოცვლაც შესაძლოა საჭირო გახდეს.