 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ193 (ჯვარი-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
შეზღუდვის მიზეზი დიდთოვლობა და ზვავსაშიშროება გახდა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            