ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ნალექი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.