პუტინმა ე.წ სამხრეთ ოსეთთან სამხედრო შეთანხმება გააფორმა

15 მარტი 2017, 00:00 2481 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა დეფაქტო ოსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. დოკუმენტი ხელისუფლების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. მანამდე, პროექტი ფედერაციის მთავრობამ დაამტკიცა. ბრძანების თანახმად, თვითაღიარებული რესპუბლიკის სამხედროები რუსეთის ჯარში კონტრაქტით ჩაირიცხებიან. ე.წ. შეთანხმება რუსეთისა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების მოქმედების პერიოდში იმოქმედებს. პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. შეიარაღებულ ძალებში  რეფორმებს ატარებს. ფაქტს კატეგორიულად გმობს ქართული მხარე. პუტინის გადაწყვეტილებას რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესის გაგრძელებად აფასებს ქეთევან ციხელაშვილი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი