საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს

22 მაისი 2016, 00:00 3701 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებს ამ წუთებში უცხო ენაში გამოცდა უტარდებათ. გამოსაშვები გამოცდები წელსაც კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტის პრინციპით ტარდება. უცვლელია ბარიერი. გუშინ ტესტირება მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიარეს. გამოცდებს ქვეყნის მასშტაბით გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ატარებს. გამოსაშვები გამოცდები სულ 4 საგანში ჩატარდება დ იგი 25 მაისს დასრულდება. 

ამავე კატეგორიაში