აითაჯის მკვლელობის საქმე

02 თებერვალი 2024, 20:14 495 ნახვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის გამოყოფილი საქმეზე,რომელშიც მოკლულის დედა და ბიძა ფიგურირებენ, სასამართლომ დღეს ბრალდების რამდენიმე მნიშვნელოვან მოწმეს მოუსმინა. მათ შორის იყო მკვლელობაში ბრალდებულის ალიმ სადიკოვის მამა. მის დარბაზში გამოჩენას მწვავე რეაქცია მოყვა აითაჯის დედის მხრიდან, რის გამოც ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დღეს მოწმის სახით იმ სკოლის დირექტორიც გამოიკითხა, სადაც აითაჯ შახმაროვა სწავლობდა. დირექტორის, გამეტ ისმაილოვის განცხადებით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია სკოლის მოსწავლის იძულებით ქორწინებასთან დაკავშიებით. პროკურორის განმარტებით, გამომძიებლის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ ინფორმაცია აითაჯის მოტაცებასთან დაკავშირებით და პოლიციას არ მიმართეს. ბრალდებულების ადვოკატი კი ირწმუნება, რომ შახმაროვას დედამ პოლიციას იმ მიზეზით არ მიმართა, რომ მას მკვლელობაში ბრალდებული ემუქრებოდა. მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. ისინი ქორწინების იძულებისა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები. 14 წლის აითაჯ შახმაროვა გასული წლის ოქტომბერში მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მოზარდი მანამდე ქორწინების მიზნით მოიტაცა. გამოძიების ინფორმაციით, გოგონამ გაქცევა რამდენჯერმე სცადა. მკვლელობა სწორედ ერთ-ერთი მცდელობის დროს მოხდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი