საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა - ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
მინისტრთა კაბინეთში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. 
ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:
	- კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;
 
	- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
 
	- საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
 
	- ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
 
	- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
 
	- იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
 
	- შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
 
	- თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
 
	- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
 
	- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
 
	- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
 
	- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;
 
მთავრობას უფლებამოსილება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ შეუწყდა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.
                                
                                
                                
                                    
                                                                    
                                                                                    
                                                                                
                                                                                             აჭარის მაუწყებელი  
                                                 სოც. ადმინისტრატორი