აქციაზე დაკავებულები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩებიან

02 თებერვალი 2024, 14:44 473 ნახვა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში დატოვა. ადვოკატის ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ქონების დაზიანებას, და პირიქით, მზად არიან, რომ აანაზღაურონ ეს ზიანი.ამ გარემოების მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პატიმრობის გადაწყვეტილება. ბრალდება დაკავებულებს ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება.აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლების მოთხოვნით მხარდაჭერის წერილი გაავრცელეს თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებმა და პროფესორებმა, შეიქმნა პეტიციაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი