აშშ-ის საელჩოს გრანტი პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის

02 თებერვალი 2024, 11:45 491 ნახვა

პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერა აშშ-ს ელჩმა საქართველოში. მას შემდეგ რაც დიპლომატმა ისტორიული ციხე-სიმაგრე დაათვალიერა და მოისმინა ძეგლის ისტორია თქვა რომ ყველა არტეფაქტი, რომელიც აქ აღმოაჩინეს სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი. აქვე გეტყვით რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ "პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის" მოიპოვა აშშ-ის საელჩოს გრანტი 135 000$ -ის ოდენობით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პეტრას ციხეში, აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი