 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია, თვითონ მოისურვა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ იცვლება პრემიერ-მინისტრი.
„რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადა.
„ქართული ოცნების“ ყრილობამ დღესვე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            