ქედის მერია აგრძელებს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას. იგეგმება როგორც კედლებისა და გაბიონების ასევე გზებზე სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა. 750 000ლარის სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მშენებლობას კონტრაქტორი კომპანია 1 მარტიდან დაიწყებს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდება, გეოლოგების რეკომენდაციით, როგორც შიდა საუბნო გზებზე ასევე საცხოვრებელ სახლებთან. სამუშაოებისთვის ჯამში მილიონ შვიდასი ათასი ლარია გამოყოფილი, რომლითაც სამუშაოები 40ლოკაციაზე განხორციელდება.