ტერაქტის აღკვეთის მიზნით, 3 პალესტინელი ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა - ისრაელის შეიარაღებული ძალები

31 იანვარი 2024, 10:06 386 ნახვა

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საავადმყოფოები ტერორიზმის თავშესაფარი გახდეს, - განაცხადა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ.

30 იანვარს, სამოქალაქო და სამედიცინო ფორმაში გადაცმულმა ისრაელელმა სამხედროებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საავადმყოფოში სპეცოპერაცია ჩაატარეს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ტერაქტის აღკვეთის მიზნით, 3 პალესტინელი ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა.

პარალელურად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის გამანადგურებელმა „ჰუსიტების“ მიერ წითელი ზღვისკენ გაშვებული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა მოიგერია.

ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდსხმის მცდელობის შედეგად არავინ დაშავებულა და დაზიანება არ დაფიქსირებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი