მექსიკის პოპულარულ საკურორტო ქალაქ კანკუნთან ნავი ჩაიძირა, დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაშავდა ათზე მეტი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზღვაო კატასტროფის შემდეგ ეკიპაჟის წევრი და კაპიტანი დააკავეს. დაშავებული მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კანკუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხელისუფლება კატასტროფის მიზეზებს იძიებს.