დღეიდან საქართველოს მთავრობის კაბინეტის წევრი ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია.
პარლამენტს ორი კვირა აქვს, რათა პრემიერობის ახალ კანდიდატს, მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდსა და პროგრამას ნდობა გამოუცხადოს.
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა იყო პირველი საკადრო ცვლილება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ.
მოჰყვება თუ არა პრემიერის შეცვლას მინისტრთა კაბინეტის ცვლილებაც - ეს ახლა პოლიტიკოსებს შორის შეფასებების საგანია.