სამოგზაურო დაზღვევის პირობები შეიცვალა

29 იანვარი 2024, 14:44 496 ნახვა

სამოგზაურო დაზღვევის პირობები შეიცვალა. გაიზარდა იმ სამედიცინო  სერვისების ლიმიტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღებს.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ლიმიტების სიმცირის გამო, სამოგზაუროდ წასულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად რიგ შემთხვევაში თანხის დამატება თავად უწევდათ.

მიმდინარე წელს, შეცვლილი სამოგზაურო დაზღვევის პირობები განისაზღვრა საზღვარგარეთ არსებული მაღალი სამედიცინო ტარიფების გათვალისწინებით.

 ცვლილების თანახმად, გადაუდებელი ამბულატორიის შემთხვევაში მოქალაქისთვის მინიმალური  ანაზღაურება 5 000 ევროს ან დოლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო სტაციონალური მომსახურების დროს  მოგზაურს თანხა 30 000 ევროს ან დოლარის ოდენობით დაუფინანსდება. 

რეგულაციის ცვლილების ფონზე, სექტორში სამოგზაურო სადაზღვევო პაკეტებზე ფასების მინიმალურად, თუმცა მატებას ელიან. აღნიშნავენ, რომ სადაზღვევო სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდება საერთაშორისო პრაქტიკას, შედეგად კი ქართველი მოგზაურები სამედიცინო რისკის დადგომის შემთხვევაში, მეტად დაცულები იქნებიან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი