კვლევა სკოლების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე

29 იანვარი 2024, 10:50 561 ნახვა

“საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ტექნიკური აღჭურვა“ - ამ თემაზე ანალიტიკური ბიულეტენი განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის კვლევის მიხედვით, სკოლების უმრავლესობას აქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები.

1561 სკოლის შესახებ მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე სკოლების 59%-ს სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია სჭირდება. სკოლების 28% არის ახლადგარემონტებული ან ახლადაშენებული. პრობლემურია სასკოლო ლაბორატორიების საკითხიც.

ანალიტიკური ბიულეტენის მიხედვით, სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია და სწავლება ფიზიკური და ვირტუალური აღჭურვის გარეშე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ დიდი ქალაქების, მათ შორი ბათუმის სკოლების 50%-ს აქვს სასკოლო ლაბორატორია.

სკოლების 87% აქვს კომპიუტერი და პრინტერი, თუმცა კვლევის ავტორების თქმით, მათი გამოყენება სკოლის მართვის პროცესში ნაკლებად ხდება და იკვეთება ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემა.

კვლევის ავტორების თქმით, სკოლების ნაწილმა საჯარო მონაცემები არ მიაწოდა, ამიტომ ანგარიშში სკოლების დაახლოებით 75%-ის შესახებაა ინფორმაცია წარმოდგენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი