ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 56 ოჯახი დახმარებას მიიღებს. 5 ხანძრის, ხოლო 51 სტიქიის შედეგად დაზარალებულია.
გადაწყვეტილება სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.
კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების, ან ადგილმონაცვლეობისათვის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 601 ათას 405 ლარი გამოეყოფათ.