Reuters/Ipsos გამოკითხვის შედეგად დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 6%-ით უსწრებს. როიტერის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1250-მა ადამიანმა მიიღო. მათგან 40% ტრამპს უჭერს მხარს, 34% კი ბაიდენს. ცდომილება 3 პროცენტს შეადგენს.
ასევე გამოკითხულთა 56% საუბრობს იმაზეც, რომ ტრამპმა არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა მიიღოს, სამი მეოთხედი კი აღნიშნავს, რომ ბაიდენი მთავრობაში მუშაობისთვის უკვე ასაკოვანია.