ღაზაში, გაეროს თავშესაფარზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

25 იანვარი 2024, 10:00 446 ნახვა

ხან იუნისში, გაეროს ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაშავდა.

გაერო-ს დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიას ორი სატანკო ჭურვი მოხვდა. მათივე ცნობით, ცენტრს 800-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს.

მომხდარზე ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თავშესაფარზე იერიშს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები. თეთრმა სახლმა გაერო-ს სასწავლო ცენტრზე თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი