საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემის განცხადება

24 იანვარი 2024, 22:35 482 ნახვა

საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემა, სოფელ ცხმორისში დღეს გამართულ აქციას განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ბათუმი-ახალციხეს“ მშენებლობის პროცესში ყველა იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც ხვდებოდა ხაზის დაცვის ზონაში, კანონით დადგენილი წესით განხორციელდა მოსახლეობის განსახლება და კომპენსაციების გაცემა. 

“იმ ოჯახებს კი, რომლებიც ეგხ-ის დაცვის ზონაში არ ხვდებოდნენ და შესაბამისად არ ექვემდებარებოდნენ განსახლებას, საკომპენსაციო თანხა გადაცემული აქვთ სერვიტუტის და მრავალწლიანი ნარგავების ნაწილში. აქვე აღსანიშნავია, რომ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ბათუმი-ახალციხის“ პროექტის პირველი ნაწილი, რომელიც გულისხმობდა „შუახევიჰესის" დაკავშირებას ბათუმის ქვესადგურთან, განხორციელდა 2015-2017 წწ. ეგხ-ს დაცვის ზონაში მოსახლეობისა და შენობა-ნაგებობების არსებობა რეგულირდება ქვეყანაში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით მათ შორის „ელექტროდანადგარების მოწყობის წესები“-თ და საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წ. N 366 დადგენილებით: „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“, მიხედვით, რომლებიც ზედმიწევნით დაცულია, როგორც ხაზის მშენებლობის ისე ექსპლუატაციის პროცესში. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაცვის ზონის მიღმა განთავსებულ შენობა-ნაგებობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ. ამასთანავე, აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის ელექტრომაგნიტური ველის დონე არ აღემატება ქვეყანაში მოქმედ სანიტარული ნორმების დასაშვებ მნიშვნელობას და არ წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს. ხაზის პროექტიერება/მშენებლობის ეტაპზე კონტრაქტორი კომპანიების მიერ ჩატარებულია პროექტით განსაზღვრული ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და ა.შ. რაც შეეხება შემდგომში ცალკეულ უბანზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს, დამატებით მიმდინარეობს საკითხის განხილვა/შესწავლა”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი