ოსიმენი „ნაპოლის“ სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებს

24 იანვარი 2024, 14:18 441 ნახვა

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ამჟამად ნიგერიის ნაკრების რიგებში აფრიკის თასზე ასპარეზობს, განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს გამოიცვლის, იქამდე კი უნდა, "ნაპოლიში" სეზონი კარგად დაასრულოს.

"უკვე ჩამოვყალიბდი, როგორ ნაბიჯს გადავდგამ. ყველაფერი გადავწყვიტე. გეგმა გამაჩნია და ზუსტად ვიცი, რა გავაკეთო. ჩემზე გავრცელებული ინფორმაციების 60 პროცენტი პრემიერლიგასთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ინგლისის ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - განაცხადა ვიქტორ ოსიმენმა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, ოსიმენის მსურველ კლუბს მისი გამოსყიდვა 120-130 მილიონ ევროდ შეუძლია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი