აკუსტიკური ხმაურის ნორმის გადაჭარბების პირველივე შემთხვევაზე კანონდამრღვევი გაფრთხილების ნაცვლად დაჯარიმდება. ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული პირი და ინდ.მეწარმე 1500 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირზე 500, იურიდიულ პირსა და ინდ.მეწარმეზე 5000 ლარია.
გასულ წელს ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე მუნიციპალურ ინსპექციაში 164 შეტყობინება შევიდა, მათგან 92 დააჯარიმეს.
კანონდარღვევის შემთხვევის დროს ინსპექციის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოთ, რის შემდეგაც ინსპექციის თანამშრომლები სპეციალური საზომი აპარატით განსაზღვრავენ აჭარბებს თუ არა ხმაური დაშვებული დეციბალების ოდენობას.