მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 

24 იანვარი 2024, 10:03 509 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი სასამართლო პროცესია ჩანიშნული. დღეს საუბარი იქნება შვიდი ნოემბრის ეპიზოდზე. იგეგმება მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა. ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველის თქმით, პროცესის მიმდინარეობისას გადაწყდება, იქნება თუ არა რაიმე შუამდგომლობა მათი მხრიდან წარმოდგენილი.

მიიღებს თუ არა პროცესში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი, ეს უშუალოდ სასამართლოს დაწყებამდე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი