გაეროს უშიშროების საბჭო დღევანდელი სხდომა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს მიეძღვნება

23 იანვარი 2024, 15:25 402 ნახვა

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებს. შეხვედრაზე ისრაელს მოუწოდებენ, გააუქმოს ღაზის სექტორში დახმარების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები და დაეთანხმოს, რომ მომავალი პალესტინის სახელმწიფო აუცილებელია მისი უსაფრთხოებისთვის. გამოცემა „აქსიოსი“ ორ ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა „ჰამასს“ ორი თვით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუ ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი გათავისუფლდება. შესაბამისი შეთავაზება კატარს ეგვიპტის შუამავლობით გადასცეს. ისრაელის წინადადება ითვალისწინებს ყველა ცოცხლად დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და დაღუპული ტყვეების ცხედრების გადაცემას.როგორც ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ ქალები, 60 წელს გადაცილებული მამაკაცები და ის მძევლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ შეთავაზების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა უნდა დატოვონ ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტები, რაც პალესტინელებს მისცეს საშუალებას, დაბრუნდნენ ქალაქ ღაზაში და ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში. ისრაელი ჰამასისგან პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება. „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი ტერორისტული აქტის შემდეგ, ღაზის სექტორში მძევლად რჩება 130-ზე მეტი ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში