რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაცვლად ახალი აშენდება

22 იანვარი 2024, 17:13 446 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

აზარაშვილის განცხადებით, საკითხზე სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ. მისივე თქმით, „სამუშაოები დაახლოებით 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი